უცხ.დ.V.20.

მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე სხვადასხვა ტიპის პროექტის განხორციელება (მაგ., ზეიმის მოწყობა, გენეალოგიური ხის შედგენა, ზღაპრის დადგმა და სხვა).

ინდიკატორები

  • მასწავლებელთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორციელების კრიტერიუმებს;
  •  გუნდის წევრებთან, მასწავლებელთან ერთად გეგმავს პროექტის განხორციელების ეტაპებს;
  •  გუნდის წევრებთან ერთად მასწავლებლის დახმარებით განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს;
  • გუნდში ასრულებს მისთვის მიკუთვნებულ ფუნქციას;
  •  მასწავლებლის, მშობლის ან სხვა პირის დახმარებით მოიძიებს სათანადო რესურსებს;
  •  გუნდის წევრებთან ერთად მასწავლებლის დახმარებით შეარჩევს და დაამუშავებს მოძიებულ მასალას;
  •  მასწავლებლის დახმარებით აუმჯობესებს და ასრულებს პროექტს.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები