უცხ.დ.V.2.

მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი თხრობითი ხასიათის ილუსტრირებული ტექსტის გაგება (მაგ., ადაპტირებული ზღაპარი, მოთხრობა, მითი).

ინდიკატორები

  • ასახელებს პერსონაჟებს;
  • ამოიცნობს მათ ემოციურ დამოკიდებულებებს;
  • ამოიცნობს პერსონაჟების მოქმედებებს (ვინ რას აკეთებს);
  • ამოიცნობს მოსაუბრეს (ვის ეკუთვნის ესა თუ ის ნათქვამი);
  • ამოიცნობს ამბის განვითარებას (როგორ დაიწყო, რა მოხდა, როგორ დამთავრდა);
  • განსაზღვრავს მოქმედებათა დროსა და ადგილს (მაგ., დილით, საღამოს, ზაფხულში, ტყეში, ცირკში);
  • ამოიცნობს პერსონაჟის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს;
  • პერსონაჟთა საქციელიდან გამომდინარე, გამოაქვს დასკვნა მათი ხასიათის, თვისების შესახებ (მაგ., კეთილია, ბოროტია, ძუნწია, გულადია, მშიშარაა, ზარმაცია);
  • ტექსტის დამუშავების შემდეგ მასწავლებლის თხრობის კვალდაკვალ ახორციელებს ამბის ინსცენირებას;
  • ქმნის ტექსტის ილუსტრაციებს.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები