უცხ.დ.IV.7.

მოსწავლეს შეუძლია კითხვის სტრატეგიების გამოყენება.

ინდიკატორები

  • დამოუკიდებლად ამოიცნობს უცნობი სიტყვების, წინადადებების მნიშვნელობას ნაცნობი ელემენტების დახმარებით (მაგ., კონტექსტი, ილუსტრაცია);
  • შინაარსის გაგების გასაადვილებლად იშველიებს არასიტყვიერ ელემენტებს (ტიპოგრაფიულ მინიშნებებს - დახრილ, მსხვილ შრიფტს, ხაზგასმას, სასვენ ნიშნებს, ილუსტრაციას, ლოგოს და სხვა);
  • ილუსტრაციებზე, სათაურზე დაყრდნობით მშობლიურ ენაზე გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ;
  •  კონკრეტული ინფორმაციის მოძიების მიზნით, მთლიანობაში აკვირდება ტექსტს, მის სიტყვიერ და არასიტყვიერ მაორგანიზებელ ელემენტებს (მაგ., სათაური, რუბრიკა, ილუსტრაცია, წარწერა, აბზაცი, სვეტი, ლოგო, ტიპოგრაფიული მახასიათებლები /მაგ., მსხვილი შრიფტი/ და სხვა) და იყენებს მათ საყრდენებად;
  • მშობლიურ ენაზე აღწერს, რა გზით მოახერხა ამა თუ იმ საკითხავი დავალების შესრულება; ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და გამოაქვს დასკვნა იმის შესახებ, თუ რომელი მიდგომა იყო უფრო მისადაგებული/ეფექტური და რატომ.

რესურსები