უცხ.დ.IV.3.

მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მცირე ზომის აღწერითი/ნარატიული ხასიათის ილუსტრირებული ტექსტის გაგება.

ინდიკატორები

  • ამოიცნობს აღწერილ პერსონაჟს, ცხოველს, საგანს სხვადასხვა ნიშნის მიხედვით (მაგ., ადგილმდებარეობა, ზომა, ფერი, ფორმა, რაოდენობა და სხვა);
  • ასახელებს პერსონაჟებს;
  • ამოიცნობს მათ შეგრძნებებს, ემოციურ დამოკიდებულებებს (მაგ., ეშინია, უხარია, სტკივა, სცივა);
  • ამოიცნობს პერსონაჟების მოქმედებებს (ვინ რას აკეთებს);
  • ამოიცნობს მოსაუბრეს (ვის ეკუთვნის ესა თუ ის ნათქვამი);
  • ამოიცნობს ამბის განვითარების ეტაპებს (როგორ დაიწყო, რა მოხდა, როგორ დამთავრდა);
  • პერსონაჟთა საქციელიდან გამომდინარე, გამოაქვს დასკვნა მათი ხასიათის, თვისების შესახებ (მაგ., კეთილია, ბოროტია, ძუნწია, გულადია, მშიშარაა, ზარმაცია);
  • მოვლენათა თანამიმდევრულობის მიხედვით განალაგებს/ნომრავს სურათებს;
  • ტექსტის დამუშავების შემდეგ მასწავლებლის თხრობის კვალდაკვალ ახორციელებს ამბის ინსცენირებას.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები