უცხ.დ.IV.19.

მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.

ინდიკატორები

  • ეფექტურად იყენებს სახელმძღვანელოს რესურსებს (მაგ., ლექსიკონს, სტრუქტურულ ნიმუშებს, გრამატიკულ ცნობარს, ილუსტრაციებს და სხვა);
  • მოიძიებს ინფორმაციას როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ ხელმისაწვდომ რესურსებში (მაგ., სახელმძღვანელოს თვალსაჩინოებები, ლექსიკონი, სკოლის/სოფლის/ქალაქის ბიბლიოთეკა, მასწავლებელი, კომპეტენტური პირი, ინტერნეტი და სხვა);
  •  მოიძიებს ინფორმაციას/სასწავლო მასალას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მეშვეობით;
  • იყენებს ისტ –ს ამა თუ იმ მასალის/ტექსტის შესაქმნელად/ დასამუშავებლად;
  • ქმნის ოპერატიულ რესურსებს და იყენებს მათ (მაგ., მარტივ სქემებ, ილუსტრირებულ ლექსიკონ, ილუსტრირებულ ანბან და სხვა).

რესურსები