უცხ.დ.IV.11.

მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.

ინდიკატორები

  • ელემენტარული საჭიროებებისათვის უცხოურ ენაზე მიმართავს მასწავლებელს, თანაკლასელებს (ვერ გავიგე, მომეცი, მათხოვე, არ მაქვს, დამავიწყდა და სხვა);
  • სვამს/პასუხობს კითხვებს, ან გამოხატავს თხოვნას კონკრეტულ საკლასო სიტუაციასთან დაკავშირებით (მაგ., სად არის წიგნი? ჩანთაშია, მაგიდაზეა, რვეულთან დევს და სხვა);
  • პასუხობს/სვამს მარტივ კითხვებს მისთვის ნაცნობ თემატიკაზე (მაგ., სად რა დევს, ვის რა აცვია, ვინ როდის ჭამს, ვინ რას აკეთებს, ვის რა მოსწონს/აინტერესებს/უნდა და სხვა);
  • პასუხობს ნასწავლი ტექსტის შინაარსის გარშემო დასმულ მარტივ კითხვებს (მაგ., რა აქვს, ვინ რა აჩუქა, რა ფერის, რამდენი, როგორი, როდის წავიდა, სად წავიდა, ვის რა მისცა და სხვა).

რესურსები