უცხ.დ.IV.10.

მოსწავლეს შეუძლია ტექსტების ზეპირად თქმა და ლექსიკური ცოდნის გამოვლენა.

ინდიკატორები

  • სწორად და გარკვევით წარმოთქვამს ნაცნობ სიტყვებს, ფრაზებს, ენის გასატეხებს;
  • ზეპირად კითხულობს ლექსებს, გათვლებს, ასრულებს სიმღერებს;
  • ზეპირად გაითამაშებს მარტივ დიალოგებსა და სცენებს;
  • ტექსტების წარმოთქმისას იცავს შესაბამის ინტონაციას, რიტმებს, ბაძავს პერსონაჟების ხმის ტემბრს;
  • ტექსტების შინაარსს ადეკვატურად უსადაგებს არავერბალურ მეტყველებას (მაგ., მიმიკას, ჟესტიკულაციას, რიტმულ მოძრაობებს);
  • ასახელებს ლექსიკურ ერთეულებს.

რესურსები