უცხ.დ.III.9.

მოსწავლეს გამომუშავებული აქვს საბაზო ფონოლოგიური უნარ-ჩვევები.

ინდიკატორები

  • განარჩევს მსგავსი ჟღერადობის ბგერებს;
  • სიტყვას ყოფს მარცვლებად, მარცვლებს ამთლიანებს სიტყვებად;
  • ამოიცნობს მარცვლების რაოდენობას და შესაბამისი სიმბოლოებით წარმოადგენს მათ (მაგ., ერთმარცვლიან სიტყვას ერთი რკალით, ორმარცვლიანს - ორი რკალით და ა.შ.);
  • ამოიცნობს სიტყვაში მარცვლის ადგილმდებარეობას (დასაწყისში, შუაში, ბოლოში) და სიმბოლურად გამოსახავს მას (მაგ., სამმარცვლიანი სიტყვის გამომხატველი სამი რკალიდან აფერადებს მითითებული მარცვლის შესაბამის რკალს);
  • სიტყვებს აჯგუფებს თავკიდურა/ბოლოკიდურა ბგერის მიხედვით;
  • სიტყვებს შლის ბგერებად და, პირიქით, ბგერებს ამთლიანებს სიტყვებად;
  • ერთსა და იმავე ბგერას ამოიცნობს სხვადასხვა სიტყვაში;
  • სიმბოლურად გამოხატავს სიტყვებს და მათში შემავალი მარცვლების რაოდენობას (მაგ., ორმარცვლიანი სიტყვა – ერთი ხაზი ორი რკალით (½½);
  • სიტყვის შიგნით სათანადო მარცვალში პოულობს ბგერის ადგილმდებარეობას და გამოხატავს მას სიმბოლური კოდით (მაგ., სიტყვას - ხაზით, მარცვალს - რკალით, ბგერას – წრით).

რესურსები