უცხ.დ.III.7.

მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ტექსტზე მუშაობის საწყისი ჩვევები და სტრატეგიები.

ინდიკატორები

  • ილუსტრაციებზე, სათაურზე დაყრდნობით მშობლიურ ენაზე გამოთქვამს ვარაუდებს ტექსტის შინაარსის შესახებ;
  • აკვირდება და ასახელებს ტექსტის მაორგანიზებელ ელემენტებს (მაგ., სათაურს, რუბრიკას, ილუსტრაციას, წარწერას, აბზაცს, ლოგოს, ტიპოგრაფიულ მახასიათებლებს /მაგ., მსხვილ შრიფტს/ და სხვა);
  • ითვლის წინადადებაში სიტყვების რაოდენობას, სიტყვებში კი - ასოებისას;
  • პოულობს სასვენ ნიშნებს (მაგ., წერტილს, კითხვის ნიშანს, ტირეს, ორ წერტილს, მძიმეს);
  • მშობლიურ ენაზე აღწერს, რა გზით მოახერხა ამა თუ იმ საკითხავ აქტივობაში დასმული ამოცანის გადაჭრა; ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და გამოაქვს დასკვნა იმის შესახებ, თუ რომელი მიდგომა იყო უფრო მისადაგებული/ეფექტური და რატომ.

რესურსები