უცხ.დ.II.8.

მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ელემენტარული ფონოლოგიური უნარ-ჩვევები.

ინდიკატორები

  • განარჩევს მსგავსი ჟღერადობის სიტყვებს, მარცვლებს;
  • სიტყვას ყოფს მარცვლებად, მარცვლებს ამთლიანებს სიტყვებად;
  • ამოიცნობს მარცვლების რაოდენობას და მათ წარმოადგენს შესაბამისი რაოდენობის სიმბოლოებით (მაგ., ერთმარცვლიან სიტყვას - ერთი რკალით, ორმარცვლიანს - ორი რკალით და ა.შ.);
  • ამოიცნობს იმ სიტყვებს, რომლებშიც შედის წინასწარ მითითებული ბგერა/მარცვალი;
  • ამოიცნობს სიტყვაში მითითებული მარცვლის ადგილმდებარეობას (დასაწყისში, შუაში, ბოლოში) და სიმბოლურად გამოსახავს მას (მაგ., სამმარცვლიანი სიტყვის გამომხატველი სამი რკალიდან აფერადებს მითითებული მარცვლის შესაბამის რკალს);
  • სურათებით წარმოდგენილ ან მასწავლებლის მიერ ჩამოთვლილ სიტყვებში ამოიცნობს იმ სიტყვებს, რომლებიც იწყება/მთავრდება წინასწარ მითითებული ბგერით;
  • სურათებით წარმოდგენილ ან მასწავლებლის მიერ ჩამოთვლილ სიტყვებს აჯგუფებს თავკიდურა ბგერის მიხედვით;
  • სიტყვას შლის ბგერებად, ბგერებს ამთლიანებს სიტყვებად;
  • მასწავლებლის მიერ ჩამოთვლილ სიტყვებში ამოიცნობს იმათ, რომლებიც შეიცავენ წინასწარ მითითებულ ბგერას;
  • მოსმენილ მარტივ წინადადებაში გამოყოფს სიტყვებს და სიმბოლური ნიშნით აღნიშნავს მათ რაოდენობას (მაგ., ბიჭი ბურთს თამაშობს – სამი ხაზი: ------ ------- ---------);
  • სიმბოლურად გამოხატავს სიტყვებს და მათში შემავალი მარცვლების რაოდენობას (მაგ., ორმარცვლიანი სიტყვა – ერთი ხაზი ორი რკალით : --- ½½).

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები