უცხ.დ.II.3.

მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული აღწერითი/ნარატიული ხასიათის ტექსტების გაგება.

ინდიკატორები

  • ამოიცნობს აღწერილ პერსონაჟს, ცხოველს, საგანს და აკავშირებს მას შესაბამის ნახატთან/ ჟესტიკულაციით განასახიერებს/ ხატავს/ მიუთითებს რეალურ საგანზე;
  • ამოიცნობს პერსონაჟს, ცხოველს, საგანს აღწერილი ნიშან-თვისებების მიხედვით (მაგ., წითელი, მრგვალი, დიდი, პატარა) და მიუთითებს/აფერადებს/შემოხაზავს მას;
  • ამოიცნობს და მიუთითებს მათ ადგილმდებარეობას (მაგ., მაგიდაზე, რვეულზე, ჩანთაში, ყუთში);
  • ამოიცნობს კონკრეტულ მოქმედებებს და განასახიერებს ან მიუთითებს მათ სურათზე (მაგ., საუზმობს, ვარჯიშობს, კითხულობს, ცურავს და სხვა);
  • აკავშირებს მოქმედებებს პერსონაჟებთან;
  • ამოიცნობს მოქმედებათა თანამიმდევრობას.

რესურსები