უცხ.დ.I.8.

მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ელემენტარული ფონოლოგიური უნარ-ჩვევები.

ინდიკატორები

  • ამოიცნობს უცხოური ენისათვის დამახასიათებელ ბგერებს;
  • სიტყვას ყოფს მარცვლებად, მარცვლებს აერთიანებს სიტყვებად;
  • ამოიცნობს და ტაშის დაკვრით ითვლის სიტყვაში მარცვალთა რაოდენობას;
  • მასწავლებლის მიერ ჩამოთვლილ სიტყვებში ამოიცნობს იმათ, რომლებიც მოიცავს წინასწარ მითითებულ ბგერას/მარცვალს;
  • მარცვლების რაოდენობას წარმოადგენს შესაბამისი რაოდენობის სიმბოლოთი (მაგ., ერთმარცვლიან სიტყვას - ერთი რკალით, ორმარცვლიანს - ორი რკალით და ა.შ.);
  • ამოიცნობს სიტყვაში მითითებული მარცვლის ადგილმდებარეობას (დასაწყისში, შუაში, ბოლოში) და სიმბოლურად გამოსახავს მას (მაგ., სამმარცვლიანი სიტყვის გამომხატველი სამი რკალიდან აფერადებს მითითებული მარცვლის შესაბამის რკალს);
  • მოსმენილ წინადადებაში გამოყოფს სიტყვებს;
  • მასწავლებლის მიერ ჩამოთვლილ სიტყვებში ამოიცნობს იმათ, რომლებიც იწყება წინასწარ მითითებული ბგერით;
  • ერთმარცვლიან სიტყვას შლის ბგერებად, ბგერებს აერთიანებს სიტყვად.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები