უცხ.დ.I.6.

მოსწავლეს შეუძლია სიტყვების, წინადადებების გაშიფრვა-წაკითხვა.

ინდიკატორები

  • ასხვავებს ნაბეჭდ და ნაწერ ასოებს;
  • ასხვავებს მთავრულ და არამთავრულ ნაბეჭდ ასოებს;
  • აკავშირებს ნაბეჭდ ასოებს შესაბამის ნაწერ ასოებთან;
  • დამახსოვრებულ სიტყვებში ამოიცნობს ასოებს/ასოთშენაერთებს და აკავშირებს მათ შესაბამის ბგერებთან;
  • ადარებს ერთმანეთს სიტყვის შემადგენელი ასოებისა და ბგერების რაოდენობას და გამოაქვს სათანადო დასკვნა (მაგ., მეტი ასოა და ნაკლები ბგერა იმიტომ, რომ ერთი ასო არ იკითხება, ან ორი ასო ერთ ბგერად გამოითქმის);
  • დამახსოვრებულ სიტყვებზე დაყრდნობით აანალიზებს სხვა სიტყვებს, ამოიცნობს მათში ანალოგიურ ასოებს/ასოთშენაერთებს და აკავშირებს შესაბამის ბგერებთან;
  • შიფრავს სიტყვებს, მოკლე წინადადებებს.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები