საზ. მეც.V-VI. 1.

V კლასი, VI კლასი

მოსწავლეს შეუძლია რუკების კითხვა და გამოყენება.   

ინდიკატორები

  • ამჟღავნებს  რუკების ლეგენდის ცოდნას;
  • ამოიცნობს საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებსა და მსხვილ გეოგრაფიულ ობიექტებს;
  • იყენებს პოლიტიკურ რუკას/ატლასს და ამოიცნობს საქართველოს მხარეებსა და  სამხარეო ცენტრებს;
  • რუკების დახმარებით განიხილავს საქართველოს საზღვრების ცვლილებას სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში;
  • უჩვენებს გზებს, რომლებითაც საქართველო გარე სამყაროს უკავშირდება (მაგ. შავი ზღვის საშუალებით);
  • კოორდინატების საშუალებით განსაზღვრავს და მოიძიებს გეოგრაფიულ ობიექტებს რუკაზე;
  • არჩევს და იყენებს საჭირო ინფორმაციას თემატური რუკებიდან.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები