სპ.X-XII.5
X კლასი, XI კლასი, XII კლასი
მოსწავლეს შეუძლია აქტიური მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში
ინდიკატორები
- ჩართულია სხვადასხვა საზოგადოებრივ (გარემოს დაცვის, ბავშვთა უფლებების დაცვის, ხანდაზმულებზე მზრუნველობის) გაერთიანებაში;
- ინიციატივას იჩენს სასკოლო ან საუბნო, საზოგადოებრივად სასარგებლო სპორტული ღონისძიებების მოწყობა-ჩატარებაში;
- გაგებით ეკიდება სხვების მიერ შეთავაზებულ იდეებს, ცდილობს გამოთქვას საკუთარი მოსაზრება;
- ასაკით უმცროსებს უხსნის სპორტული აქტივობის მნიშვნელობას და მოუწოდებს მათ სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობისაკენ;
- საჭიროების შემთხვევაში აქტიურად ეხმარება მასწავლებელს სპორტული ღონისძიებების ორგანიზაცია-ჩატარებაში;
- ხალისით მონაწილეობს ფიზიკურ აქტივობებში შეზღუდული ფიზიკური უნარის მქონე თანატოლებთან, სხვა სქესის, ეროვნების, აღმსარებლობის, უფროსი და უმცროსი ასაკის პარტნიორებთან ერთად.