სპ.X-XII.4
X კლასი, XI კლასი, XII კლასი
ინდიკატორები
- აქტიური ვარჯიშობით აუმჯობესებს ადრე ათვისებულ ძირითად მოტორულ უნარ-ჩვევებს;
- მონაწილეობს გუნდურ თამაშებში, როგორც გუნდის სრულუფლებიანი წევრი;
- დაუფლებულია ძირითად სპორტის სახეობებსა და სპორტულ თამაშებს;
- იცის სტილით ცურვა, თხილამურებით სრიალი, ველოსიპედის ტარება;
- აქტიურად იყენებს მუსიკალურ თანხლებას და ცეკვის ილეთებს ვარჯიშის დროს (აერობიკა, რიტმიკა, სპორტული ცეკვა);
- აქტიური თამაშის წინ ასრულებს მოთელვით ვარჯიშებს;
- შეძენილი სამოძრაო უნარ-ჩვევების ბაზაზე, შეჯიბრებების დროს შექმნილი რთული სიტუაციების შესაბამისად, ახერხებს ახალი მოძრაობების შესრულებას (სპორტულ ექსტრაპოლაციას).