სპ.VII-IX.6.
VII კლასი, VIII კლასი, IX კლასი
სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის საფუძველზე მოსწავლეს აქვს უნარი გამოავლინოს ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, როგორებიცაა: მიზნის დასახვა, გადაწყვეტილების მიღება, მიზანდასახული მოქმედება, პრობლემის გადაჭრა, ადამიანებთან ურთიერთობა
ინდიკატორები
- ხალისით მონაწილეობს სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეზღუდული ფიზიკური უნარის მქონე თანატოლებთან, სხვა სქესის, უფროსი და უმცროსი ასაკის ბავშვებთან ერთად;
- გუნდური თამაშებისას იცავს დისციპლინას, არეგულირებს საკუთარ ქცევებს და ემოციებს, არ ჰყვება პროვოკაციას;
- ადეკვატურად აღიქვამს მოგებას და წაგებას, ზომიერია გრძნობათა გამოხატვისას;
- მოქმედებს სხვებთან შეთანხმებულად საერთო სპორტული მიზნის მისაღწევად;
- გულისხმიერად ეპყრობა სხვების მიერ შეთავაზებულ იდეებს, ცდილობს გამოთქვას საკუთარი მოსაზრება;
- ისახავს მიზანს და ცდილობს ამ მიზნის განხორციელებას;
- აქტიურად მონაწილეობს გარემოს დაცვაში, უვლის ნარგავებს, ზრუნავს ცხოველებზე;
- ასაკით უმცროსებს უხსნის გარემოში ქცევის წესებს (ნაგვის დაყრა, ნარგავების დაზიანება, ცხოველების მოვლა);
- სპორტული ლაშქრობების დროს ზრუნავს სუსტებსა და უმცროსებზე;
- აქტიურად განიხილავს და აანალიზებს სპორტის სიახლეებს.