სპ.VII-IX.5.
VII კლასი, VIII კლასი, IX კლასი
მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სპორტულ აქტივობებში, რომლებიც აუმჯობესებს მის ჯანმრთელობას
ინდიკატორები
- მონაწილეობს პროგრამით გათვალისწინებულ სპორტის სახეობებში;
- მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სახის სპორტულ შეჯიბრებებში;
- მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ხანგრძლივობისა და სირთულის ლაშქრობებში;
- რეგულარულად ასრულებს ფიზიკურ ვარჯიშებს ინდივიდუალური მიზნებიდან გამომდინარე;
- ამოწმებს საკუთარ მიღწევებს დროის გარკვეულ ინტერვალში;
- აწარმოებს ჩანაწერებს მიმდინარე სპორტული აქტივობებისა და აქედან გამომდინარე ფიზიკური მდგომარეობის შესახებ.