სპ.VII-IX.3.

VII კლასი, VIII კლასი, IX კლასი

მოსწავლეს შეუძლია გააცნობიეროს უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობა და დაეუფლოს რთული სიტუაციიდან გამოსვლის საშუალებებს

ინდიკატორები

  • აანალიზებს მოსალოდნელ საფრთხეს სხვადასხვა პოტენციურად საფრთხის შემცველ ადგილებსა და სიტუაციებში;
  • ადეკვატურად რეაგირებს სკოლაში, ქუჩაში თუ სხვა ადგილებში უეცრად წარმოქმნილ საფრთხესა და კრიტიკულ სიტუაციებზე (ძალადობა, ხანძარი, ავტოავარია და სხვ.) და მიმართავს შესაბამის სამსახურებს (პოლიცია, სასწრაფო დახმარება, სახანძრო დაცვა);
  • უარს ამბობს მისთვის არასასურველ შემოთავაზებაზე, ასაბუთებს და იცავს საკუთარ პოზიციას;
  • ლაშქრობებზე იცავს როგორც პირად, ასევე თანაგუნდელთა უსაფრთხოებას და იყენებს უსაფრთხოების დაცვის საყოველთაოდ მიღებულ წესებს;
  • ერიდება ტრავმატიზმის მხრივ საშიშ სიტუაციებს და ადგილებს (მთა, კლდე, ყინული, მდინარე და სხვ.);
  • იყენებს ტყეში ორიენტირების მეთოდებს (კომპასის გამოყენება, აზიმუტისა და მხარეების განსაზღვრა), შეუძლია დროებითი თავშესაფრის მოძებნა ან აგება და ვარგისი საკვების მოპოვება;
  • აღმოუჩენს სხვას პირველად სასწრაფო სამედიცინო დახმარებას  შესაბამისი სამედიცინო საშუალებების გამოყენებით.

რესურსები