სპ.VII-IX.2.

VII კლასი, VIII კლასი, IX კლასი

მოსწავლეს აქვს უნარი დააკავშიროს ფიზიკური აქტივობა საკუთარ ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ განვითარებასთან

ინდიკატორები

  • აცნობიერებს ფიზიკური აქტივობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის კავშირს სხეულისა (საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის) და შინაგანი ორგანოების (გულსისხლძარღვთა, სასუნთქი გზების, საკვების მომნელებელი, გამომყოფი სისტემა) ნორმალურად ფუნქციონირებასთან;
  • მსჯელობს ადამიანის ფსიქიკაზე ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერების ზეგავლენის შესახებ  (აპათია, აგრესია, დეპრესია, ყურადღების გაფანტვა, მეხსიერების უნარის დაქვეითება და სხვ.).
  • აკავშირებს სხეულის აღნაგობის ცვლილებას ფიზიკურ აქტივობასთან და ჯანსაღი ცხოვრების წესთან;
  • აცნობიერებს სპორტული შეჯიბრებების გავლენას და კავშირს მოზარდის ფსიქო-ფიზიოლოგიური სტატუსის ფორმირებასთან.

რესურსები