სპ.VI.2.
VI კლასი
მოსწავლეს შეუძლია ფიზიკური აქტივობისას ყველა ძირითადი და აუცილებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევის წარმოჩენა (გადაადგილება, მანიპულირება, წონასწორობის შენარჩუნება)
ინდიკატორები
- იყენებს გუნდური თამაშებისათვის საჭირო (ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი და სხვ.) ძირითად ტექნიკურ ელემენტს;
- ასრულებს მარტივ აკრობატულ ილეთებს (კოტრიალები, ხარიხაზე დაყრდნობით გადახტომა და სხვ.);
- გუნდური თამაშებისას მიზნის მისაღწევად იყენებს სტრატეგიას და მიმართავს სხვადასხვა ტაქტიკურ სვლას;
- ასრულებს რიტმულ მოძრაობებს სხვადასხვა სასპორტო ინვენტარის გამოყენებით (სახტუნაო თოკი, ბურთი, რგოლი და სხვ.);
- თამაშისას აქტიურად იყენებს სხვადასხვა ხელმისაწვდომ საგანს (თოკი, ხარიხა, ძელი და სხვ.);
- დარბის სხვადასხვა დისტანციაზე;
- აქტიური ვარჯიშით აუმჯობესებს ადრე ათვისებულ ძირითად მოტორულ უნარ-ჩვევებს;
- აქტიური თამაშის წინ ასრულებს მოსამზადებელ ვარჯიშებს.
რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები