სპ.V.4.

V კლასი

ფიზიკურ აქტივობებში მონაწილეობის საფუძველზე მოსწავლეს აქვს უნარი გამოავლინოს ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, როგორებიცაა: მიზნის დასახვა, გადაწყვეტილების მიღება, მიზანდასახული მოქმედება, პრობლემის გადაჭრა, ადამიანებთან ურთიერთობა

ინდიკატორები

  • ასრულებს თავის ფუნქციას და იღებს პასუხისმგებლობას გუნდურ თამაშებში მონაწილეობის დროს;
  • ცდილობს იყოს ლიდერი გუნდში, ამასთანავე, ითვალისწინებს თამაშში მონაწილეთა ინტერესებს;
  • ყურადღებას იჩენს სხვების მიერ გამოჩენილი ინიციატივის მიმართ და გამოთქვამს საკუთარ აზრს მის თაობაზე;
  • ხალისით მონაწილეობს ფიზიკურ აქტივობებში შეზღუდული ფიზიკური უნარის მქონე თანატოლებთან, სხვა სქესის, უფროსი და უმცროსი ასაკის პარტნიორებთან ერთად;
  • ინტერესს იჩენს უმცროსი ასაკის ბავშვების პრობლემების მიმართ, ასწავლის მათ თამაშის ტექნიკას;
  • წინააღმდეგობას უწევს  ნარგავების დაზიანებას ეზოში ან მის გარეთ, ნაგვის დაყრას, ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობას და მსგავს მოქმედებებს.

რესურსები