სპ.V.1.
V კლასი
მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს ჯანმრთელობა, როგორც საზოგადოებაში წარმატებული არსებობის ერთ-ერთი საწინდარი
ინდიკატორები
- განმარტავს, რატომ არის მისი კეთილდღეობა დამოკიდებული ჯანმრთელობაზე და რა უარყოფითი შედეგები მოაქვს სუსტ ჯანმრთელობას (სუსტი აღნაგობა, სწავლაში ჩამორჩენა, დაბალი სპორტული მაჩვენებლები);
- განმარტავს, რა არის კალორია, მისი ფუნქცია და დანიშნულება;
- ამოიცნობს იმ ფაქტორებს (ნდობა, კეთილსინდისიერება, მზრუნველობა), რომლებიც განაპირობებს ჯანმრთელ ურთიერთობას ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და, ზოგადად, ადამიანებს შორის;
- აღწერს ალკოჰოლის ხანმოკლე და ხანგრძლივ ზემოქმედებას ორგანიზმზე;
- აღწერს, როგორ უნდა აარიდოს თავი (უარის თქმა, წამოსვლა) ადამიანმა ზეწოლას, როდესაც მას სთავაზობენ ალკოჰოლის მიღებას ან თამბაქოს მოწევას.