სპ.IV.4.

IV კლასი

ფიზიკურ აქტივობებში მონაწილეობის საფუძველზე მოსწავლეს აქვს უნარი გამოავლინოს ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, როგორებიცაა: მიზნის დასახვა, გადაწყვეტილების მიღება, მიზანდასახული მოქმედება, პრობლემის გადაჭრა, ადამიანებთან ურთიერთობა

ინდიკატორები

  • გეგმავს ფიზიკურ აქტივობას, განსაზღვრავს მიზანს და ადგენს სამოქმედო გეგმას (განსაზღვრავს, ვინ შეიძლება დაეხმაროს მიზნის მიღწევაში, როგორ უნდა გაიგოს, მიაღწია თუ არა მიზანს);
  • იცავს თამაშის წესებს და ეტიკეტს; ღირსეულად ხვდება როგორც მოგებას, ისე წაგებას;
  • პატივისცემით ეპყრობა სხვა მოთამაშეებს (საუბრობს თავაზიანად, ყურს უგდებს სხვის აზრს, კორექტულია კამათის დროს);
  • ხალისით მონაწილეობს ფიზიკურ აქტივობებში შეზღუდული ფიზიკური უნარის მქონე თანატოლებთან, სხვა სქესის, უფროსი და უმცროსი ასაკის პარტნიორებთან ერთად;
  • კორექტულად ამბობს უარს მისთვის არასასურველ შემოთავაზებაზე; ასახელებს არგუმენტებს საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად.

რესურსები