სპ.IV.1.
IV კლასი
მოსწავლეს შეუძლია დაიცვას პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესები
ინდიკატორები
- აღწერს ადამიანისათვის ჯანმრთელობის მნიშვნელობას და ჯანსაღი ცხოვრების წესის უპირატესობას;
- ასახელებს ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენს რაციონალური ტანადობის განვითარებაზე (დიეტა, ვარჯიში);
- გადაადგილებისას იცავს მოძრაობის უსაფრთხოების წესებს;
- ცნობს და იყენებს გრაფიკულ პირობით ნიშნებს (პიქტოგრამებს), რომლებიც ხელს უწყობს ადამიანის სწორ და უსაფრთხო ორიენტირებას საზოგადოებრივ ადგილებში;
- აღწერს თამბაქოს ხანმოკლე და გრძელვადიან ზეგავლენას აქტიური და პასიური მწეველის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე;
- ჩამოთვლის იმ ფაქტორებს (ტელევიზია, რეკლამა, გარემო), რომლებიც გავლენას ახდენს ადამიანის გადაწყვეტილებაზე, იყოს თუ არა თამბაქოს მწეველი.