სპ.II.4.
II კლასი
ფიზიკურ აქტივობებში მონაწილეობის საფუძველზე მოსწავლეს აქვს უნარი გამოავლინოს ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, როგორებიცაა: მიზნის დასახვა, გადაწყვეტილების მიღება, პრობლემის გადაჭრა, ადამიანებთან ურთიერთობა
ინდიკატორები
- იცავს სპორტულ დარბაზში/მოედანზე ქცევის წესებს;
- იცავს თამაშის წესებს;
- თამაშისას ითვალისწინებს თანაგუნდელებისა და მასწავლებლის ინტერესებს, საჭიროების შემთხვევაში, ეხმარება მათ;
- თამაშისას უფრთხილდება სხვა მოთამაშეებს;
- არ აზიანებს ინვენტარს;
- სთავაზობს თანაგუნდელებს წამოჭრილი პრობლემის გადაწყვეტის გზებს (როგორ გაინაწილონ თამაშის დროს ფუნქციები, როგორ დაარეგულირონ მოთამაშეებს შორის წარმოქმნილი კონფლიქტი და სხვ.);
- ამჟღავნებს ტოლერანტულ დამოკიდებულებას განსაკუთრებული საჭიროების მქონე თანატოლებისადმი.