სპ.II.2.
II კლასი
მოსწავლეს შეუძლია ფიზიკურ აქტივობაში მონაწილეობისათვის აუცილებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევების წარმოჩენა (გადაადგილება: რბენა, დაბალი სიმაღლიდან ჩამოხტომა; მანიპულირება: ტყორცნა, დაჭერა, მიზანში სროლა; წონასწორობის შენარჩუნება: სწორ ხაზზე სიარული, ცალ ფეხზე დგომა)
ინდიკატორები
- ერთმანეთს უნაცვლებს სხვადასხვა მოძრაობას (გაქცევა და გადახტომა, სირბილისას მიმართულების სწრაფი ცვლა, სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილება მასწავლებლის ნიშანზე);
- ფეხს არტყამს გაჩერებულ ან გაგორებულ ბურთს, ცვლის ფეხს, აწოდებს ბურთს სხვა მოთამაშეს ან ტყორცნის სამიზნისაკენ მოკლე ან საშუალო მანძილიდან;
- ფეხით ატარებს ბურთს მოკლე დისტანციაზე;
- მოძრაობს და ბურთს ხელით ატარებს (კალათბურთელის მოძრაობა);
- ხტის ცალ ფეხზე და ხტომისას ცვლის ფეხს მასწავლებლის ნიშანზე.
რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები