სპ.II.1.

II კლასი

მოსწავლეს შეუძლია დაიცვას პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების ელემენტარული წესები

ინდიკატორები

  • სისტემატურად იხეხავს კბილებს და იბანს ხელებს;
  • აღწერს ამა თუ იმ სახის (ტკბილი, ცხიმიანი, მლაშე...) საკვების მნიშვნელობას ადამიანის ჯანმრთელობისათვის;
  • აღწერს ძირითადი საყოფაცხოვრებო ტექნიკის უსაფრთხო გამოყენების წესებს;
  • იცის, რა სახის ტრანსპორტი ესაჭიროება;
  • აღწერს ქუჩაში სიარულისა და ტრანსპორტით სარგებლობის წესებს;
  • საჭიროების შემთხვევაში ტელეფონით უკავშირდება მშობლებს და ახლობლებს, საპატრულო პოლიციას, სახანძროს და სასწრაფო დახმარების სამსახურებს;
  • იცის ადეკვატური ქცევის წესები ბუნებრივი კატაკლიზმების დროს (მიწისძვრა, მეწყერი, ზვავი, წყალდიდობა);
  • ასახელებს სახლის, სკოლის, უახლოესი მეგობრის მისამართებსა და ტელეფონის ნომრებს.

რესურსები