სპ.I.2.

I კლასი

მოსწავლეს აქვს უნარი გამოავლინოს ფიზიკურ აქტივობაში მონაწილეობისათვის აუცილებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევები (მაგ., გადაადგილება - ხტომა, რბენა; მანიპულირება - გადაგდება, დაჭერა; წონასწორობის შენარჩუნება - გადახტომა, დახტომი)

ინდიკატორები

  • იწყებს ან წყვეტს მოძრაობას (სიარული, რბენა, ხტომა) მასწავლებლის ნიშანზე;
  • მითითების თანახმად მოძრაობს (მიდის, მირბის, ხტის) სხვადასხვა მიმართულებით: მარტო, სხვებთან ერთად და სიჩქარის ცვლით;
  • მოძრაობს სხვადასხვა ტრაექტორიით (სწორ ხაზზე, წრიულად, ზიგზაგისებურად);
  • ერთი ან ორი ხელით ტყორცნის მიზანში სხვადასხვა ზომის ბურთებს;
  • ერთი ან ორი ხელით იჭერს მიწოდებულ სხვადასხვა ზომის ბურთებს;
  • იცავს წონასწორობას ხტომის დროს;
  • ცალ ფეხზე მდგომი იცავს წონასწორობას რაიმე საყრდენის ან აღჭურვილობის გარეშე.

რესურსები