ს.ნ. XI.7.

XI კლასი

მოსწავლეს შეუძლია გააცნობიეროს საგზაო მოძრაობის ძირითადი მოთხოვნები და საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევების თავიდან აცილების გზები

ინდიკატორები

  • ასახელებს მოძრაობის დაწყებისა და მანევრირების ძირითად წესებს;
  • ასახელებს და აცნობიერებს სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების წესებს სავალ ნაწილზე;
  • ასახელებს სხვადასხვა გზაზე სიჩქარის შეზღუდვებს;
  • მსჯელობს საფრთხის წარმოშობის შემთხვევაში სათანადო აუცილებელი ზომების მიღების შესახებ;
  • აფასებს კონრეტულ სიტუაციებს (მაგ., ვიდეომასალაზე ან მოდელზე აფასებს, ვინ მოძრაობს სწორად და/ან ვინ არღვევს წესებს);
  • ასაბუთებს გასწრების დაწყებამდე აუცილებელი ზომებისა და გასწრებისას აკრძალული მანევრების მნიშვნელობას საგზაო უსაფრთხოებისთვის;
  • ასახელებს სატრანსპორტო საშუალების დგომის/გაჩერების წესებს და აცნობიერებს მათ მნიშვნელობას საგზაო უსაფრთხოებისთვის;
  • ჩამოთვლის რეგულირებად და არარეგულირებად გზაჯვარედინსა და ავტომაგისტრალზე მოძრაობის ძირითად წესებს;
  • აცნობიერებს მოძრაობისას ქვეითთა ფაქტორს და სწორად ასახელებს რეაგირების წესებს;
  • ჩამოთვლის დასახლებულ და დაუსახლებელ პუნქტებში ხმოვანი სიგნალების გამოყენების ძირითად წესებს და მოძრაობის ძირითად პრინციპებს;
  • ჩამოთვლის არასაკმარისი ხილვადობის, დღე-ღამის ნათელ და ბნელ დროს საგზაო სანათების გამოყენების ძირითად წესებს;
  • მსჯელობს რკინიგზის გადასასვლელზე გადასვლის წესების მნიშვნელობის შესახებ;
  • ასაბუთებს ბუქსირების აკრძალვის წესების მნიშვნელობას.

რესურსები