ს.ნ. XI.2.

XI კლასი

მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს სახელმწიფოს პოლიტიკის შესახებ საგზაო უსაფრთხოების სფეროში

ინდიკატორები

  • ასახელებს და განმარტავს ძირითად ტერმინებს და მსჯელობს იმის თაობაზე, თუ რას არეგულირებს საქართველოს კანონი ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების\\\" შესახებ;
  • მიმოიხილავს კანონის ძირითად თავებს;
  • მსჯელობს სხვადასხვა სახის სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის რეგულაციის აუცილებლობის შესახებ;
  • ასახელებს სხვადასხვა კატეგორიის მართვის უფლების სახეებს და შეუსაბამებს მათ სატრანსპორტო საშუალებებს;
  • აცნობიერებს საგზაო უსაფრთხოების სფეროში ქუჩაში მოძრაობის მონაწილეთა ცოდნის ამაღლების მნიშვნელობას;
  • თანაკლასელებთან ერთად შეიმუშავებს პროექტს მის რეგიონში/ქალაქში საგზაო შემთხვევების შესამცირებლად (მაგ., მოიძიებს მის რეგიონში /ქალაქში საგზაო შემთხვევების სტატისტიკურ ინფორმაციას, განსაზღვრავს საგზაო შემთხვევების გამომწვევ ძირითად პრობლემებს და შეიმუშავებს მისი გადაჭრის გზებს). 

რესურსები