ს.ნ. XI.10.

XI კლასი

მოსწავლეს შეუძლია აღწეროს პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო ღონისძიებები დაზარალებულის უგონო მდგომარეობაში ყოფნის, სხვადასხვა სახის ჭრილობებისა და სისხლდენების არსებობის, აგრეთვე რიგი ტრავმული დაზიანებების დროს

ინდიკატორები

  • ასახელებს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენამდე უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის აუცილებელ ღონისძიებებს;
  • ჩამოთვლის დაშავებულის მდგომარეობის სწრაფი შეფასების ეტაპებს;
  • მსჯელობს დაშავებულის გადაყვანის ძირითადი ხერხების შესახებ და თანაკლასელებთან ერთად ახდენს მათ დემონსტრირებას;
  • ჩამოთვლის შოკური მდგომარეობის ძირითად გარეგნულ ნიშნებს;
  • ჩამოთვლის ქალა-ტრავმის ძირითად სახეებს და მათ ნიშნებს;
  • ჩამოთვლის სისხლდენის შემთხვევაში ლახტის დადების ძირითად წესებს და თანაკლასელებთან ერთად ახდენს მოდელზე მათ სიმულაციას;
  • ასახელებს ღია და დახურული მოტეხილობების სიმპტომებს და მსჯელობს განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.

რესურსები