სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
ამობეჭდვას.გ.VIII.5.
VIII კლასი
მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო.
ინდიკატორები
- კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად გეგმავს შესასრულებელი სამუშაოს თანმიმდევრობას;
- განსაზღვრავს იმ მოქმედებებს, რომლებიც აუცილებელია დასახული მიზნის მისაღწევად;
- ქმნის წარმოსახვითი სახელმწიფოს გერბს, დროშას, ასევე, სკოლის, კლასის ლოგოს;
- ქმნის გარემოს დიზაინის ესკიზებს (ინტერიერი, ექსტერიერი, სკოლის ეზო, პარკი და სხვ.);
- აღადგენს სასკოლო ბიბლიოთეკის წიგნებს;
- ხატავს და ამზადებს სასკოლო წარმოდგენის კოსტიუმებისა და დეკორაციის დეტალებს;
- კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით ქმნის ზეიმებისა და თეატრალური წარმოდგენების აფიშებს, მოსაწვევ და მისალოც ბარათებს;
- რგავს და უვლის მცენარეებს სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე;
- ქმნის ლანდშაფტის (პარკი,სკვერი და სხვ.) დიზაინის მარტივ ესკიზს.
რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები