ს.გ.VII.7.

VII კლასი

მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები და მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით გამოთქვას და დაასაბუთოს საკუთარი აზრი ხელოვნების ნაწარმოების შესახებ.

ინდიკატორები

  • წარადგენს ნამუშევარს ფართო აუდიტორიის წინაშე (მაგ., სასკოლო გამოფენაზე);
  • საუბრობს მსგავსებებზე და განსხვავებებზე საკუთარ და სხვების ნამუშევრებში;
  • კორექტულია სხვის ნამუშევარზე საუბრისას;
  • ჯგუფური ნამუშევრების წარდგენისას საუბრობს იმ მიზნებზე და ამოცანებზე, რომლებიც ჯგუფს ჰქონდა დასახული (რამდენად მიაღწია ჯგუფმა დასახულ მიზანს (რა იყო წარმატებული და რას გაითვალისწინებს ჯგუფი სამომავლოდ);
  • საუბრობს ნამუშევრის შექმნის მოტივებზე;
  • მსჯელობს ნამუშევარზე მასში გამოყენებული მხატვრული ხერხების მიხედვით;
  • საკუთარი ნამუშევრის წარდგენისას საუბრობს ჩანაფიქრზე, ემოციებზე, რომელთა ასახვაც სურდა და რამდენად მიაღწია დასახულ მიზანს (რა იყო წარმატებული და რას გაითვალისწინებს სამომავლოდ).

რესურსები