ს.გ.VII.1.

VII კლასი

მოსწავლეს შეუძლია შემოქმედებითად გამოიყენოს სახვითი  ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად ნამუშევრის შექმნისას. 

ინდიკატორები

  • იყენებს სხვადასხვა ხერხს (შუქ-ჩრდილი, კონტრასტი, კომპოზიციური განაწილება, მონასმი, ფაქტურა, კოლორიტი) ასოციაციების და ემოციების გადმოსაცემად;
  • პეიზაჟის, ქუჩის (ლანდშაფტის) გამოსახვისას იყენებს ჰორიზონტის ხაზს;
  • ნამუშევრის შექმნისას იყენებს კომპოზიციური განაწილების ძირითად ხერხებს მაგ., ხედვის წერტილს, წონასწორობას, სიმეტრიას, ასიმეტრიას, სტატიკას, დინამიკას;
  • გამოსახავს მრავალფიგურიან კომპოზიციებს;
  • სხვადასხვაგვარი (წრიული, ვერტიკალური, ჰორიზონტალური, დიაგონალური) მონასმებით ქმნის დიდი ზომის ნამუშევრებს;
  • გამოსახავს ადამიანის ფიგურას ძირითადი პროპორციების გათვალისწინებით;
  • სხვადასხვა მხატვრული ხერხით გადმოსცემს დინამიკას, სტატიკას ნამუშევარში (ფიგურების მოძრაობა, ქარი);
  • აქცევს შეცდომას ნამუშევრის ელემენტად;
  • ხატავს სივრცეს პერსპექტივის ძირითადი კანონების გამოყენებით.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები