ს.გ.VI.5.

VI კლასი

მოსწავლეს შეუძლია  დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო.

ინდიკატორები

  • ამოცანის სპეციფიკიდან გამომდინარე განსაზღვრავს სამუშაოს თანმიმდევრობას;
  • მონაწილეობს ერთობლივი შემოქმედებითი და საორგანიზაციო  გადაწყვეტილების მიღებაში;
  • ანაწილებს ფუნქციებს შესასრულებელი სამუშაოს მიზნიდან გამომდინარე;  
  • განსაზღვრავს სამუშაოს შესრულების სავარაუდო დროს;
  • განიხილავს გეგმის რამდენიმე ვარიანტს და შეარჩევს ერთ–ერთს;
  • ქმნის ტანისამოსის, ავეჯის, სხვადასხვა ნივთის ესკიზს;
  • ქმნის ინტერიერის (საკლასო ოთახი, სკოლის სპორტული დარბაზი, თავისი ოთახი) ესკიზებს;
  • რგავს და უვლის ხეებს და ყვავილებს;
  • აფორმებს სხვადასხვა საკლასო თუ სასკოლო ღონისძიებას;
  • უმცროსკლასელებს ეხმარება ზეიმების გაფორმებაში, ინვენტარის შეკეთებაში, კლასის მოწყობაში;
  • ზეიმებისა და თეატრალური წარმოდგენებისთვის ხატავს მარტივი დეკორაციების და კოსტუმების დეტალების ესკიზებს და მონაწილეობს მათ დამზადებაში;
  • სხვადასხვა მასალის გამოყენებით ქმნის მაკეტებს თეატრალური სპექტაკლისთვის;
  • კონსტრუქტორის სქემების და დეტალების გამოყენებით აგებს მარტივ ელექტროსათამაშოს.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები