სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
ამობეჭდვას.გ.V.4.
V კლასი
მოსწავლეს შეუძლია გრძნობების და იდეების ასახვა ნამუშევარში.
ინდიკატორები
- ირჩევს გამომსახველობით ხერხებს და მასალას ნამუშევარში ჩანაფიქრის უკეთ გადმოსაცემად;
- წარმოსახვით ქმნის პერსონაჟებს;
- ასახავს თავისი ცხოვრების საინტერესო, ან მნიშვნელოვან მომენტებს და ცდილობს გადმოსცეს საკუთარი გრძნობები მათ მიმართ;
- გადმოსცემს ნამუშევარში გარკვეულ იდეას (მაგალითად, ქმნის პლაკატს ეკოლოგიურ ან სხვა თემაზე);
- გამოსახავს ახლობელ ადამიანებს (ოჯახის წევრები, მეგობრები და სხვ.), საყვარელ ლიტერატურულ გმირებს და ცდილობს მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გადმოცემას.
რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები