ს.გ.IX.4.

IX კლასი

მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა ხელოვნების კონკრეტული ნიმუშის ანალიზის დროს.

ინდიკატორები

  • წინასწარ შერჩეული კრიტერიუმების მიხედვით აფასებს ნამუშევარს;
  • მსჯელობს იმის შესახებ, თუ რა ეფექტს აღწევს მხატვარი ფერის საშუალებით (მაგ. იწვევს გარკვეულ ემოციას, ქმნის განწყობილებას, გამოკვეთს მთავარს, აძლიერებს ჟღერადობას);
  • მსჯელობს, რა ეფექტს აღწევს მხატვარი შუქ-ჩრდილის გამოყენებით;
  • გამოთქვამს მოსაზრებას ხელოვნების ნიმუშის მხატვრული ღირებულების შესახებ და ცდილობს დაასაბუთოს საკუთარი აზრი.

 

რესურსები