ს.გ.IX.3.

IX კლასი

მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო.

ინდიკატორები

  • გეგმავს სამუშაოს შესრულების ოპტიმალურ დროს, შემსრულე­ბელთა რაოდენობას და, ამოცანის სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაზღვრავს სამუშაოს თანმიმ­დევ­რობას/ ფუნქციებს/მოვალეობებს;
  • გეგმავს, რა მატერიალური რესურსები დასჭირდება შესასრულებელ სამუშაოს და როგორ მოიძიებს ამ რესურსებს;
  • ქმნის ნაკეთობების (სამოსი, ტრანსპორტი, ინვენტარი და სხვ.) და გარემოს (ინტერიერი, ექსტერიერი, ეზო, პარკი და სხვ.) დიზაინის ესკიზებს კონკრეტულ სტილში (მაგ. ეთნო, კლასიკა, რეტრო, მოდერნი, მინიმალიზმი, თავისუფალი და სხვ.);
  • შეაკეთებს დაზიანებულ სასკოლო ინვენტარს;
  • კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით ქმნის მოსაწვევი და მისალოცი ბარათების ესკიზებს, ასევე ზეიმების და თეატრალური წარმოდგენების აფიშებს;
  • ზეიმებისა და თეატრალური წარმოდგენებისათვის ხატავს და ასრულებს მასალაში დეკორაციებისა და კოსტუმების ესკიზებს;
  • კონსტრუქტორის სქემების და დეტალების გამოყენებით აგებს მარტივ ელექტროსათამაშოს.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები