ს.გ.IV.3.

IV კლასი

მოსწავლე აკვირდება გარემოში საგნებს, ობიექტებს, მოვლენებს,  მათ   შორის არსებულ კავშირებს და შეუძლია მათი ასახვა ნამუშევარში.

ინდიკატორები

  • ხატავს თავის გარემოს - ქალაქს, სოფელს, სატრანსპორტო საშუალე­ბებს (მატარებელს, მანქანას, თვითმფრინავს), ხიდებს, შენობებს, მოედნებს და სხვ.;
  • ხატავს ყოფით სცენებს (რთველი, დილა ოჯახში);
  • აკვირდება, როგორ იცვლება ობიექტის ზომა დამკვირვებლისგან დაშორების მიხედვით და ასახავს ნამუშევარში;
  • ასახავს ნამუშევარში ბუნებაზე და ბუნების მოვლენებზე დაკვირვების შედეგებს (მაგ., გამოხატავს შესაბამისი ფერით დღე-ღამის სხვადასხვა მონაკვეთს, წელიწადის დროს და ამინდს).

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები