სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
ამობეჭდვას.გ.IV.1.
IV კლასი
მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ძირითადი ელემენტები და პრინციპები ნამუშევრის შექმნისას.
ინდიკატორები
- იყენებს სხვადასხვა ტიპის ხაზს და შტრიხს;
- ფერების შეზავებით იღებს სასურველ ფერს (მაგ. მოყვითალო მწვანე, მოლურჯო მწვანე;
- თეთრის ან შავი ფერის დამატებით ცვლის ფერის სინათლის ხარისხს (ნათელი-ბნელი), ტონალობას (ვარდისფერი, იასამნისფერი, ცისფერი და სხვ.);
- ფიგურის, ფორმის, ან ორნამენტის გამეორებით ქმნის რიტმულ კომპოზიციებს;
- ქმნის სიმეტრიულ და ასიმეტრიულ ნამუშევრებს კოლაჟის, აპლიკაციის, მოზაიკისა და სხვა ტექნიკის გამოყენებით (პეპელა, ტყე და ა.შ.);
- ნახატზე მუშაობისას გადმოსცემს საგნის საერთო პროპორციას (ადამიანი სახლზე პატარაა, სახლი მანქანაზე დიდია და სხვ.);
- არჩევს ნახატში წინა და უკანა პლანს და შეუძლია სივრცის ელემენტების მარტივად გამოსახვა (ახლო საგნები უფრო დიდი, ხოლო შორეული საგნები უფრო მცირე ზომისაა.
რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები