ს.გ.III.7.

III კლასი

მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები და გაუზიაროს თანაკლასელებს აზრი და იდეები.

ინდიკატორები

  • ამბობს, რა მოსწონს ნამუშევარში, რა-არა, ცდილობს დაასაბუთოს საკუთარი პოზიცია;
  • უსმენს მასწავლებელსა და თანაკლასელებს და ითვალისწინებს მათ აზრს;
  • აღწერს ნაწარმოების შინაარსს;
  • სვამს კითხვებს უცნობი ტერმინის ან სიტყვის მნიშვნელობის დასაზუსტებლად;
  • ნამუშევარზე საუბრისას იყენებს სათანადო ტერმინებს;
  • უზიარებს მეგობრებს დაკვირვების შედეგებსა და გამოცდილებას;
  • სვამს და პასუხობს კითხვებს ნამუშევრის წარდგინების დროს;
  • წარმოადგენს ნამუშევრებს აუდიტორიის წინაშე.

რესურსები