ს.გ.II.2.

II კლასი

მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას ნამუშევრის შექმნისას.

ინდიკატორები

  • შერეული მასალითა და სხვადასხვა ტექნიკით ქმნის წიგნის სანიშნეებს, ღია ბარათებს, ნაძვისხის სათამაშოებს და სხვ.;
  • ქმნის მარტივ კონსტრუქციებს სხვადასხვა მასალის გამოყენებით, მაგალითად: მუყაო, დაჭმუჭნული ქაღალდი, ლითონის ან პლასტმასის კოლოფები და სხვ.;
  • ძერწავს გეომეტრიულ ფორმებს და ქმნის მათგან მარტივ კომპოზიციებს (სახლი, თოვლის ბაბუა და სხვ.);
  • ბუნებრივი და ხელოვნური მასალით ქმნის აპლიკაციას, კოლაჟს და მოზაიკას;
  • ბუნებრივი და ხელოვნური მასალის (გირჩა, ტოტი, მძივი, ფოთოლი, მარცვლეული, პლასტილინი, ხის ქერქი, ფუჩეჩი და სხვ.) გამოყენებით ქმნის სათამაშოს.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები