ს.გ.I.11.

I კლასი

მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს ერთმანეთისგან ხელოვნების ზოგიერთი დარგი და ჟანრი   და  დააკავშიროს ისინი ყოველდღიურ ცხოვრებასთან.

ინდიკატორები

  • ჩამოთვლის ხელოვნების დარგებს (მხატვრობა, მუსიკა, კინო, თეატრი და სხვ.) და გამოყოფს თითოეული დარგისთვის დამახასიათებელ  მთავარ ნიშანს (ფერი, ბგერა, მოძრაობა);
  • ასახელებს ხელოვნების ცალკეულ დარგთან დაკავშირებულ პროფესიებს;
  • ჩამოთვლის საოპერო, საბალეტო, თეატრალურ წარმოდგენებს, რომლებსაც დასწრებია და საუბრობს მიღებულ  შთაბეჭდილებაზე;
  • ჩამოთვლის სახვითი ხელოვნების ძირითად ჟანრებს (ნატურმორტი, პორტრეტი, პეიზაჟი);
  • საუბრობს საყვარელ ილუსტრირებულ წიგნებზე;
  • ასახელებს არქიტექტურულ ძეგლებსა და ქანდაკებებს, რომლებიც უნახავს.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები