ს.ბიოლ.ჯ.X/XI/XII.7.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს იმუნური სისტემის დაცვითი ფუნქცია და იმსჯელოს მისი მოქმედების მექანიზმზე.

ინდიკატორები

  • მსჯელობს ევოლუციის პროცესში იმუნური სისტემის წარმოშობის აუცილებლობაზე (ბერნეტის კონცეფცია) და განიხილავს იმუნიტეტს, როგორც ორგანიზმის თავდაცვით უნარს;
  • აღწერს იმუნური უცხოობის ფენომენს, ტრანსპლანტანტის მოცილების რეაქციას და ზოგადად ახასიათებს ქსოვილშეუთავსებლობის ანტიგენებს;
  • განასხვავებს უჯრედული და ჰუმორული ტიპის იმუნიტეტს, T- და B-ლიმფოციტებს და მათ სამიზნე სტრუქტურებს;
  • იმუნოდეფიციტურ მდგომარეობას ადარებს აუტოიმუნურ დაავადებებს;
  • ახასიათებს ალერგიას, როგორც იმუნური სისტემის პათოლოგიის განსაკუთრებულ ფორმას და მოჰყავს ალერგენების კლასიფიკაცია;  
  • აკავშირებს ალერგიული დაავადების სეზონურ ხასიათს ალერგენების ზოგიერთ ჯგუფთან;
  • მოიძიებს ინფორმაციას საქართველოში ფართოდ გავრცელებულ ალერგენებზე და მათგან თავდაცვის საშუალებებზე (მაგ., ზოგიერთი ორსახლიანი მცენარის ალერგიულობის გათვალისწინების აუცილებლობა ქალაქის გამწვანების სამსახურების მიერ, ამბროზიის და სხვა ალერგიული სარეველების წინააღმდეგ  ბრძოლის მნიშვნელობა).

რესურსები