ს.ბიოლ.ჯ. XI/XII.5.

XI კლასი, XII კლასი

მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს გენდერული სხვაობის ფიზიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ ასპექტებზე.

ინდიკატორები

  • ახასიათებს სქესისა და ცალსქესიანი ორგანიზმების წარმოშობას, როგორც უდიდეს ევოლუციურ მოვლენას; აანალიზებს „სქესობრივი დიმორფიზმის“ ფენომენს;
  • პრეზენტაციის სახით წარმოადგენს მამაკაცსა და ქალს შორის არსებული ფსიქოფიზიოლოგიური სხვაობის ამსახველ მასალას;
  • სპეციალური კითხვარის გამოყენებით აგროვებს მონაცემებს ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებული ფსიქოლოგიური სხვაობის შესახებ და აანალიზებს მათ;
  • განიხილავს გენდერულ როლთა თეორიას, როგორც სქესთა შორის არსებული სხვაობის ამხსნელ ერთ-ერთ კონცეფციას.

რესურსები