ს.ბიოლ.ჯ. X/XI/XII.8.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს ინფექციურ და ინვაზიურ დაავადებათა თავისებურებებზე, მკურნალობისა და პროფილაქტიკის საშუალებებზე.  

ინდიკატორები

  • მსჯელობს ინფექციური და ინვაზიური დაავადებების სახეებზე (ბაქტერიული, ვირუსული, პარაზიტული, სოკოვანი) და მათი მიმდინარეობის თავისებურებებზე;
  • აგროვებს და პრეზენტაციის სახით წარმოადგენს ინფორმაციას საქართველოში გავრცელებული პარაზიტული (მაგ., ამებიაზი, მალარია, ტრიქინელოზი)  დაავადებების შესახებ;
  • მსჯელობს წარსულის ყველაზე მძიმე ინფექციების (მაგ., შავი ჭირი, ყვავილი, ქოლერა) მიმდინარეობაზე და გართულებებზე;
  • ახასიათებს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) გამოწვეული იმუნოდეფიციტის სპეციფიკურობას;
  • განსაზღვრავს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის გადაცემის გზებს და მსჯელობს ინფიცირებულ პირთა განაწილებაზე მოსახლეობის სხვადასხვა რისკ-ჯგუფში;
  • განასხვავებს A, B და C ჰეპატიტს ეთიოპათოგენეზის მიხედვით;
  • მსჯელობს ინფექციური დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკის (მათ შორის,  იმუნიზაციის) მნიშვნელობაზე.

რესურსები