ს.ბიოლ.ჯ. X/XI/XII. 6.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს ადაპტაციის ფენომენზე და მის   მნიშვნელობაზე ორგანიზმის გადარჩენისათვის.

ინდიკატორები

  • ერკვევა ორგანიზმისათვის დაცვით-შეგუებითი პროცესების მნიშვნელობაში, საუბრობს ადაპტაციის ქცევით, ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ მექანიზმებზე;
  • ასახელებს მაგალითებს ამა თუ იმ სისტემის ჰომეოსტაზური რეგულაციის (მაგ., სხეულის ტემპერატურის, სისხლის პლაზმის შემადგენლობისა და მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის შენარჩუნებ) შესახებ;
  • წარმოადგენს ადაპტაციურ რეაქციათა სქემას (უჯრედული დონიდან  ორგანიზმულ დონემდე);
  • აღწერს სტრეს-რეაქციის დამახასიათებელ ნიშნებს და ახდენს ზოგიერთი მათგანის დემონსტრირებას ხანმოკლე ფიზიკური დატვირთვის ფონზე;
  • განმარტავს სითბური შოკის ცილების დამცველობით ფუნქციას.

რესურსები