ს.ბიოლ.ჯ. X/XI/XII .5.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლე ახასიათებს ცხოვრების ჯანსაღ წესს და მსჯელობს ჯანმრთელობის ხელშემწყობ ფაქტორებზე.

ინდიკატორები

  • განმარტავს ჯანმრთელობის ხელშეწყობის კონცეფციის არსს ოტავის (1986 წ.) და ბანგკოკის (2005 წ.) ქარტიების მიხედვით და  სათანადოდ აფასებს ჯანმრთელობაზე მოქმედ სოციალურ, ეკოლოგიურ და ეკონომიკურ ფაქტორებს;
  • მოიძიებს ინფორმაციას და მსჯელობს ცხოვრების ჯანსაღი წესის (მაგ., ფიზიკური აქტივობა, დაბალანსებული დიეტა, ჯანსაღი კვება ) მნიშვნელობაზე;
  • ახასიათებს მავნე ნივთიერებებზე (ნიკოტინი, ალკოჰოლი, ნარკოტიკი, აქროლადი ტოქსიკური ნივთიერებები) დამოკიდებულების ზეგავლენას ჯანმრთელობაზე, მოიძიებს და პრეზენტაციის სახით წარმოადგენს ინფორმაციას მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულების შესახებ;
  • ზოგადად ახასიათებს კვლევის ხარისხობრივ და რიცხობრივ მეთოდებს, სპეციალური კითხვარით იკვლევს თანატოლთა ჩართულობას ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვაში.

რესურსები