საზ. მეც.V-VI.15.

V კლასი, VI კლასი

მოსწავლეს შეუძლია  ამოიცნოს სხვადასხვა ნიშანი და  პირობა, რომლისმიხედვითაც  ადამიანი ამა თუ იმ საზოგადოებას მიაკუთვნებს თავს.  

ინდიკატორები

  • ასახელებს საზოგადოებებს, რომელთა  წევრადაც მიაჩნია საკუთარი თავი (მაგ.: ოჯახი, კლასი, საგვარეულო, სკოლა, სამეგობრო, მოცეკვავეთა ანსამბლი და სხვა);
  • განასხვავებს საკუთარი თავის სხვადასხვა საზოგადოებისადმი მიკუთვნების პირობებს (მაგ.: ასაკი, სისხლით ნათესავობა, სქესი, სამეტყველო ენა, საცხოვრებელი და ა.შ.)
  • ჩამოთვლის რომელიმე სოციალური ჯგუფისა  თუ საზოგადოების წევრების საერთო ნიშან-თვისებებს (მაგ.: ნათესაობა, გარეგნობა, ხასიათი, ინტერესი, უნარი, თანაგრძნობა, ასაკი, სიყვარული, მშობლიური ენა, გემოვნება და ა.შ.);
  • მსგავსი ნიშან-თვისებებისა და პირობების გამოყოფით ამყარებს კავშირს იმ საზოგადოებებს შორის, რომელთა წევრადაც მიიჩნევს საკუთარ თავს;
  • მსჯელობს ადამიანების მრავალფეროვნების, მათი განმასხვავებელი და საერთო ნიშან-თვისებების შესახებ;
  • ასახელებს და აღწერს მიზეზებს, რის გამოც პატივს სცემს იმ საზოგადოების წევრებს, რომელსაც თვითონ მიეკუთვნება;
  • საუბრობს ადამიანის აღმშენებლობით და დამანგრეველ შესაძლებლობებზე. ამჩნევს პირველის უპირატესობას  და თავს მიაკუთვნებს აღმშენებელთა ერთობას.

რესურსები